პეკინთან ურთიერთობების გაღრმავება სამთავრობო და პარტიული ხაზით. პრემიერ ღარიბაშვილის შემდეგ ჩინეთში ამჯერად პარტია ქართული ოცნების დელეგაცია ჩავიდა და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებს ხვდება. ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში მმართველობის გაზიარების პუნქტიცაა. ჩინეთთან დაახლოებას სარგებელიც ახლავს და რისკებიც.