ის, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირსების დაცვა, გმირი ქართველების ხსოვნის პატივისცემა, ისტორიის სწორად გააზრება და ქვეყნის ინტერესების დაცვაა - მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის ქაჯობაა. ქართულ ოცნებას არ უცდია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და სუვერენიტეტის დაცვა რუსული პროპაგანდისგან, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც ბათუმში პუტინის გზავნილები ჩამოიტანეს, ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვიდნენ - დაიცვეს საქართველოს მოქალაქეების გულწრფელი პროტესტისგან. ქაჯები, მახინჯები, გოიმები, რადიკალები - ასე მოიხსენიებს ქართული ოცნება ყველას, ვინც ოკუპანტების საქართველოში ქეიფს და დროსტარებას აპროტესტებს. როგორც ჩანს, ოლიგარქის ხელისუფლებისთვის სვეტობა - ოკუპანტ ქვეყანასთან ფლირტი და ბოდიშების მოხდაა.
პასუხი რუსულ ოცნებას - შაბათის ფორმულა
29 ივლ 202320:19
3 წუთის საკითხავი