ეძებდა თუ არა ფეხბურთის ფედერაცია განტევების ვაცს 2 დღის განმავლობაში? იმ ფონზე, როდესაც ლევან კობიაშვილი მედიასა და გულშემატკივრებს ემალება, განცხადებას ავრცელებს ეროვნული ნაკრების მენეჯერი და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, თუმცა თანამდებობაზე რჩება. ისევე, როგორც ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც ასევე აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ გაუგებარია რას ნიშნავდა მისი სიტყვები, რადგან თანამდებობიდან გადადგომაზე არც უფიქრია. კობიაშვილის გადადგომის მოთხოვნით შაბათს აქცია გაიმართება. პარალელურად, ხელისუფლება, განსაკუთრებით კალაძე, საკუთარ კადრს და პარლამენტის წევრ კობიაშვილს გადაეფარა და ამჟამად, სწორედ მის დასაცავად აამუშავეს ტროლების ფაბრიკა.
პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებლობის გარეშე
22 ნოე 202320:10
3 წუთის საკითხავი