დიდი საეკლესიო ტერორი და ბელადის კულტის ახალ რელიგიად ქცევის მცდელობა. ადამიანის ძვლებზე აგებული ბოროტების იმპერია, დანგრეულ ეკლესიები და ასეულობით სასულიერო პირი, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა უსასტიკესი მეთოდებით აწამა და დახვრიტა. ვინ არიან ის დაუფასებელი, წმინდანები - რომელთა შესახებაც მატრონა მოსკოველისგან განსხვავებით, ბევრი არაფერი ვიცით. საქართველოს მიჩქმალული ისტორია, რომლის დღის სინათლეზე გამოტანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით, დროების გადამღები ჯგუფი რეპრესიების მსხვერპლთა იმ შთამომავლებს შეხვდა, ვისთვისაც ბოროტების იმპერია პირადი ტრაგედიის და მოუშუშებელი ტკივილის მიზეზი გახდა. მივიწყებული წმინდანები დროებაში.
პატივისგება ქართველ წმინდანებს - დროება
21 იან 202419:49
3 წუთის საკითხავი