logo
ENG



პატიმრობის შემდეგ აქტივისტები კვლავ რუსთაველზე ბრუნდებიან

01 დეკ 201918:59
3 წუთის საკითხავი
 
f6dz2cn4ne5v77j.jpeg

12-დღიანი პატიმრობის შემდეგ გიგა მაქარაშვილი თავისუფალია. აქტივისტები და მხარდამჭერები მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენელს საქართველოს ჰიმნითა და სიმღერით დახვდნენ. მაქარაშვილი 18 ნოემბერს, შეუსრულებელი დაპირების და პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმდინარე აქციის დაშლის დროს დააკავეს. "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან პირდაპირ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეუერთდა. მაქარაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მათ შეჩერებას ვერ შეძლებს.

შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების მხრიდან ახალგაზრდების დაშინების მცდელობა - ასე აფასებს ნოემბრის დაკავებების სერიას აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლება ახლგაზრდებს კარგად არ იცნობს და შემდგომ აქციებზე უფრო მეტ ახლაგაზრდას ელოდება.

შერჩევითი სამართლის არ ეშინიათ არც მოძრაობა „გაბედეს“ წევრებს.  ერთ-ერთი აქციის დროს დაკავებული ბექა ნათელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ახალგაზრდების შეჩერებას ვერ შეძლებს.

დანებებას არ აპირებენ და ხელისუფლების ძალადობას არ უშინდებიან აქციის სხვა მონაწილეებიც.  20-21 ივნისის ღამეს დაზარალებური მაკო გომური ამბობს, რომ ხელისუფლების ტყუილს არ შეეგუება, უსამართლო დაკავებები კი ახალგაზრდებს უფრო მეტს მუხტს აძლევს.

ხელისუფლების მიერ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტის ჩაგდების გამო 2 კვირაზე მეტია ყოველდღიური საპროტესტო აქციები და პარლამენტის შენობის პიკეტირება მიმდინარეობს. აქციები ძალის გამოყენებით ხელისუფლება 2-ჯერ უკვე დაშალა. დააკავეს ათობით აქტივისტი. მათი უმეტესობა უკვე თავისუფალია, ნაწილი კი ამ დრომდე რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორიში. აქციის  მონაწილეები ხელისუფლების მიერი შეუსრულებელი დაპირების შესრულებამდე გაჩერებას არ აპირებენ და მათთვის დისკომფორტის შექმნას ყოველდღიურად შეეცდებიან.

 


close დახურვა