logo
ENG



პატრიარქის ექიმი: შორენა თეთრუაშვილის პირველი პასუხი Covid-19-ზე საეჭვო დადებითია

08 იან 202113:17
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/08/rmkvbkv8gj9wy02.jpg

პატრიარქ ილია მეორეს პირადი ექიმის, ცისანა შარტავას ცნობით, მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის კოვიდტესტის პასუხი "საეჭვო დადებითია". ფორმულასთან საუბარში იგი, ასევე ამბობს, რომ გადამოწმების მიზნით, ჩატარდა მეორე ტესტიც, რომლიც პასუხიც დღეს გახდება ცნობილი. ექიმის თქმით, თეთრუაშვილს ვირუსისთვის დამახასიათებელი "აბსოლუტურად არანაირი სიმპტომი" არ აქვს. 

"მეორე პასუხი იქნება დღის 3 საათზე და პირველი პასუხი საეჭვო დადებითია. როგორც კი მეუფეზე [ანტონზე] დადგინდა, 4 იანვარს, [შორენა თეთრუაშვილი] საღამოს გადავიდა თვითიზოლაციაში. [...] პირველში თუ ორში ვინაიდან მეფე ანტონს PCR ტესტი არ ჰქონდა გაკეთებული, არ შეხვდა პატრიარქს. დაბადების დღე რომ მოელოცა, თავისი ინიციატივით გაიკეთა PCR ტესტირება 3 იანვარს და ამოუვიდა დადებითი და გადავიდა კლინიკაში. ყველა ვინც მასთან კონტაქტში იყო, გადავიდა იზოლაციაში", - ამბობს ექიმი.

საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ გამოცემა ტაბულას თავდაპირველად უთხრა, რომ თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ "ცოტა არაზუსტი ინფორმაცია" გაავრცელა და თეთრუაშვილი ახლა იზოლაციაშია.


close დახურვა