logo
ENG



პაციენტი, რომელსაც მიქაელის კლინიკაში კორონავირუსი დაუდგინდა, ექთანია

12 მაი 202013:02
3 წუთის საკითხავი
 

„ფორმულამ“ წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში ინფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაარკვია. 

კერძოდ, ქალი რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთნება და არის ექთანი.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ ინფორმაციით, წმინდა მიქაელ კლინიკური საავადმყოფოს პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი საავადმყოფოში მკურნალობას 7 დღის განმავლობაში გადიოდა, კოვიდ-19 კი მას გუშინ დაუდასტურდა. არ არის გამორიცხული დაინფიცირებული იყოს მასთან შემხებლობაში მყოფი მედპერსონალიც.

კლინიკაში, შესაძლოა, კარანტინი გამოცხადდეს, 23-მდე მედპერსონალი თვითიზოალციაში იმყოფება. თუმცა, ამ ეტაპზე კლინიკის დირექცია ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას ვერ ხედავს.

აღსანიშნავია, რომ კლინიკა კოვიდმიმღები ცენტრი არაა. არის თუ არა პაციენტი დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 1 დადასტურებული შემთხვევა, ჯერჯერობით უცნობია. 

ბოლო მომაცემებით, საქართველოში 639 კოვიდინფიცირებულია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 349-ს შეადგენს. გარდაცვლილია 11 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსი პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.



close დახურვა