logo
ENG



პენიტენციური სამსახური: პატიმართა კონტიგენტის 48% სრულად აცრილია

18 აგვ 202115:42
3 წუთის საკითხავი
 
პენიტენციური სამსახური: პატიმართა კონტიგენტის 48% სრულად აცრილია
პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, 17 აგვისტოს მდგომარეობით, არსებული 9 300-მდე პატიმრიდან, ამ დროისათვის ვაქცინირებულია 6 002 მსჯავრდებული/ბრალდებული, ანუ კონტინგენტის - 64%, მათ შორის რევაქცინირებული - 4523, რაც 48%-ს შეადგენს.

უწყების განცხადებითვე, ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც ჩაერთვნენ. დღეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში #11 სარეაბილიტაციო დაწესებულების 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს ჩაუტარდა ვაქცინაცია. ამ დროისთვის ვაქცინირებულია 4 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. 

მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისიდან  დაიწყო.


close დახურვა