logo
ENG



პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი კვირაში ერთხელ PCR ტესტირებას გაივლის

24 ოქტ 202018:39
3 წუთის საკითხავი
 
7sho93rjuain7v0.jpg

​პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი, ნაცვლად ორკვირიანი შუალედისა PCR ტესტირებას კვირაში ერთხელ გაივლის.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ თანამშრომლები ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან. 

"ახალი სამედიცინო პროტოკოლი კიდევ ერთი პრევენციული ზომაა იმისთვის, რომ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულები გარედან ვირუსის იმპორტისგან იყვნენ დაცულები",-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ჯამში მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით პენიტენციურ სისტემაში 13 253 PCR ტესტი გაკეთდა.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, 23 ოქტომბერს ორ ბრალდებულს ცოვიდ-19 დაუდასტურდა. როგორც ირკვევა, ისინი საკარანტინო სივრცეში, დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისგან იზოლირებულად იმყოფებოდნენ.

 


close დახურვა