logo
ENG



პენტაგონი: რუსი სამხედროები, მათ შორის, ბატალიონის მეთაურები, ბრძანებებს არ ემორჩილებიან

10 მაი 202221:01
3 წუთის საკითხავი
 
პენტაგონი: რუსი სამხედროები, მათ შორის, ბატალიონის მეთაურები, ბრძანებებს არ ემორჩილებიან

9 მაისს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის ომი შეაჯამა. 

რა იყო მთავარი, ვაშინგტონ პოსტის ცნობით: 

პენტაგონი ხედავს მტკიცებულებებს, რომ მრავალი რუსი სამხედრო არ ემორჩილება მეთაურის ბრძანებებს უკრაინის ომში. 

ოფიცრები, რომლებიც ზემდგომებს არ ემორჩილებიან, უმეტესად შუა რანგის სამხედროები არიან, ამასთან, ზოგიერთი მათგანი ბატალიონის მეთაურია. 

რაც შეეხება სიახლეებს ფრონტზე: 

  • აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინაში 97 რუსული ტაქტიკური ბატალიონია. ეს აღემატება უკრაინაში გასულ კვირებში მყოფი ჯგუფების რაოდენობას - რუსეთი ნელ-ნელა ახდენს ომში დაკარგული ძალების აღდგენას.
  • გასულ დღეებში რუსეთმა ოდესაზე რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანა. პენტაგონი შეფასება კვლავ იგივე რჩება - რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა, სახმელეთო თავდასხმები განახორციელოს და ცდილობს, ხელი შეუშალოს უკრაინულ ძალებს, შეუერთდნენ საბრძოლო მოქმედებებს ნებისმიერ სხვა ადგილას. 
  • პენტაგონის ცნობით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის სამხრეთით, დონბასის რეგიონში მდებარე ქალაქ იზიუმის დაბომბვას. რუსული ძალები ცდილობენ, წაიწიონ სოფელ ლიმანამდე და ბოლო რამდენიმე დღეში ამ მიმართულებით რამდენიმე კილომეტრით წაიწიეს კიდეც. 
  • იგივე რჩება რუსეთის მიერ განხორციელებული გაფრენების რაოდენობა - 24 საათის განმავლობაში 200-დან 300-მდე. 
  • რუსეთი მარიუპოლში აგრძელებს თავისუფალი ვარდნის ბომბების გამოყენებას, რაც ნიშნავს, რომ რუსებს ეწურებათ ზუსტად მართვადი საბრძოლო მასალების მარაგი. 
  • რუსული გემები კვლავ ინარჩუნებენ დისტანციას უკრაინის სანაპირო ზოლიდან სამხედრო ხომალდ მოსკვას ჩაძირვის შემდეგ.
  • 9 მაისის მდგომარეობით, 90 ერთეული ჰაუბიცადან, რომელიც აშშ-მ უკრაინას გაუგზავნა, 85 უკვე ადგილზეა. 
  • აშშ-მ უკრაინისთვის ჰაუბიცას 184 000 ერთეული 155 მმ-იანი ჭურვი გამოყო. უკრაინაში ჩავიდა 110 ათასი ერთეული. გრძელდება დანარჩენის მიწოდება. 
  • M777 მოდელის ჰაუბიცას გამოყენებისთვის საჭირო სწავლება 300-მა ამერიკელმა სამხედრომ გაიარა. წვრთნებს კანადა და აშშ ატარებენ. 
  • აშშ-მ ასევე დაიწყო ჰაუბიცას მოვლა-შენახვის შესახებ 2-კვირიანი ტრენინგი.

close დახურვა