logo
ENG



პენტაგონი: უკრაინა ხერსონში გარკვეულ პროგრესს აღწევს, რუსეთის შენაერთები უკან იხევენ

01 სექ 202212:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/01/qvptoqqpvzxydu2.jpg

პენტაგონში ამბობენ, რომ უკრაინის არმია ხერსონის რეგიონში გარკვეულ პროგრესს აღწევს, რუსეთის შენაერთები კი უკან იხევენ. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა პეთ რაიდერმა ბრიფინგზე ისაუბრა.

პენტაგონმა მოუწოდა რუსეთს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფს სამუშაოების შესრულებაში ხელი არ შეუშალოს.

"მივესალმებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პირველ და უმნიშვნელოვანეს ვიზიტს რეგიონში. ჯერ არ ვიცით, როგორ წარიმართება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კვლავ გრძელდება პერიოდულად სარაკეტო შეტევები რეგიონში და მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უზრუნველყონ სადგურის უსაფრთხოება. რუსეთს კი მივმართავთ, რომ მისცეს საშუალება მისიას ჩავიდეს სადგურზე სამუშაოების შესასრულებლად. რაც შეეხება ოპერაციას, არ ვილაპარაკებ ბრძოლის შესახებ ტაქტიკურ დონეზე. ჩვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის არმიის ოპერაცია ხერსონის რეგიონში გარკვეული პროგრესით მიდის და ვიცით ისიც, რომ რუსეთის შენაერთები უკან იხევენ", - თქვა რაიდერმა ბრიფინგზე. 

დღეს, 1-ელ სექტემბერს ენერგოდარის მერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები ენერგოდარს დილიდან ბომბავენ, რის შედეგადაც არიან დაშავებულები.

ცნობისთვის, სწორედ ენერგოდარში მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, სადაც დღეს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა ჯგუფმა ვითარების შესწავლა უნდა დაიწყოს. 


close დახურვა