logo
ENG



პენტაგონი: უკრაინამ, შესაძლოა, Bradley-ს საბრძოლო მანქანები უახლოეს კვირებში მიიღოს

11 იან 202317:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/11/w4xavrdqir7jm2g.png

პენტაგონის პრესმდივნის, პეტ რაიდერის განცხადებით, უკრაინამ, შესაძლოა, Bradley-ს ამერიკული საბრძოლო მანქანები უახლოეს კვირებში მიიღოს.

"ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეძლებისდაგვარად სწრაფად და დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ წინასწარ გამოვაცხადოთ ზუსტად როდის ჩავა [უკრაინაში] ეს სისტემები. უკრაინელი სამხედროების წვრთნა Bradley-ს ჯავშან ქვეით მანქანებზე გერმანის გრაფენვერის საწვრთნელ მოედანზე ჩატარდება", - თქვა პენტაგონის პრესმდივანმა.

რაიდერის თქმით, უსაფრთხოების მიზეზების გამო, პენტაგონი Patriot-ის უკრაინაში ჩაბარების კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები აქტიურ დიალოგს ინარჩუნებს უკრაინასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

7 იანვარს, აშშ-მა უკრაინასა და მის მხარდამჭერ ქვეყნებს 3,75 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.


close დახურვა