logo
ENG



პენტაგონის თქმით, 300 000 ჯარისკაცის დამატება რუსეთის მდგომარეობას არ გააუმჯობესებს

23 სექ 202214:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/23/azvyhqffyrc3fyo.jpg

პენტაგონის პრესსპიკერის, პეტ რაიდერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხრიდან 300 000 რეზერვისტის მობილიზებამ, შესაძლოა, მხოლოდ გააძლიეროს რუსეთის წარუმატებლობა.

"რუსულ მოდელში ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა და იძახებენ უკან დასაბრუნებლად. ჩვენი შეფასებით, რუსეთს დრო დასჭირდება ამ ძალების გაწვრთნის, მომზადებისა და აღჭურვისთვის.

თუ რუსეთს არ შეუძლია მართოს და აღჭურვოს უკრაინაში განლაგებული დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი, 300 000 ჯარისკაცის დამატება სიტუაციას არ გააუმჯობესებს.

პუტინი აკეთებს განცხადებას მობილიზაციის შესახებ, აწყობს რეფერენდუმებს დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან თავდასხმის მუქარას აჟღერებს, მაგრამ ეს არ ცვლის ოპერაციულ ფაქტებს ადგილზე, რაც არის ის, რომ უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას თავიანთი ქვეყნისთვის," - თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 1400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქციები რუსეთის 40-მდე ქალაქში გაიმართა.


close დახურვა