logo
ENG



პენტაგონის თქმით, რუსეთმა უკრაინისთვის გადაცემული ვერცერთი HIMARS-ი ვერ გაანადგურა

05 ნოე 202221:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/05/azez1pl8snawf9x.jpg

პენტაგონი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინისთვის გადაცემული არცერთი HIMARS-ი ვერ გაანადგურა. ინფორმაციას Politico პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 20 საარტილერიო სარაკეტო სისტემა გადასცა, თუმცა, Politico-ს წყაროს თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება არტილერიის მნიშვნელოვანი რაოდენობა მომავალი ბრძოლებისთის.

Politico წერს, რომ ომის ხარჯები მაღალია: უკრაინა ყოველდღიურად 4 000-7 000 საარტილერიო ჭურვს ისვრის, ხოლო რუსეთი დღეში 20 000-ს. 

მთლიანობაში, ამერიკამ 18.9 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია უკრაინას უსაფრთხოების კუთხით.

გუშინ, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის დამატებით $400-მილიონიანი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა, რაც უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება. პაკეტი დრონებსა და ტანკებს მოიცავს.

 


close დახურვა