logo
ENG



პესკოვი: ზელენსკი-პუტინის შეხვედრა ნაადრევია, შეთანხმება არ არსებობს

21 მარ 202213:51
3 წუთის საკითხავი
 
პესკოვი: ზელენსკი-პუტინის შეხვედრა ნაადრევია, შეთანხმება არ არსებობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო შეხვედრაზე "საუბარი ნაადრევია", რადგან "ისინი ვერაფერს დააფიქსირებენ, შეთანხმება არ არსებობს".

"იმისთვის, რომ ისაუბრო ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე, ჯერ შენი საშინაო დავალება უნდა შეასრულო, ანუ უნდა გაატარო და შეათანხმო მოლაპარაკებების შედეგები. ჯერჯერობით, მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის მიღწეული", - თქვა პესკოვმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა
პესკოვმა, ასევე უპასუხა შეკითხვას, მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეჩერების შესაძლებლობის შესახებ: "ნებისმიერ გაჩერებას გამოიყენებენ ნაციონალისტები, გადაჯგუფებისა და თავდასხმის მიზნით, გამოიყენებენ რუსეთის სამხედროებზე თავდასხმების გასაგრძელებლად... ეს არაერთხელ მომხდარა. ეს ართულებს პროცესს".

მან, ისევ უკრაინული მხარე დაადანაშაულა ჰუმანიტარული დერეფნების ჩაკეტვაში და თქვა, რომ "სწორედ ნაციონალისტები არ უშვებენ" მშვიდობიან მოსახლეობას. კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ხალხი ვერ ტოვებს დაბომბილ ქალაქებს რუსეთის მხრიდან ჰუმანიტარული დერეფნების განუწყვეტელი დაბომბვის გამო.


close დახურვა