logo
ENG



პესკოვი: პერსონალური სანქციების მიმართ პუტინი ინდიფერენტულია

28 თებ 202215:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/28/9nxn5fwx10jos90.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პერსონალური სანქციების მიმართ ინდიფერენტულად არის განწყობილი. პესკოვის მტკიცებით, პუტინს ქონება დეკლარირებული აქვს.

"სანქციები შეიცავს საკმაოდ აბსურდულ დებულებებს რაღაც აქტივებთან დაკავშირებით და ა.შ. ყველამ იცის, რომ რაღაც აქტივები, გარდა იმ აქტივებისა, რომლებიც ყოველწლიურად დეკლარირებულია და რაღაც საბანკო ანგარიშებისა, პრეზიდენტს არ აქვს", - განაცხადა პესკოვმა.

გარდა ამისა, პესკოვი ამბობს, რომ პუტინის მიმართ სანქციების გატარება პოლიტიკური კუთხით აბსურდულია. 

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან პერსონალური სანქციების გატარებას, პესკოვი ამბობს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.


close დახურვა