logo
ENG



პესკოვი: რუსეთის პრეზიდენტს რუსები ირჩევენ, ეს ბაიდენის გადასაწყვეტი არაა

27 მარ 202200:22
3 წუთის საკითხავი
 
პესკოვი: რუსეთის პრეზიდენტს რუსები ირჩევენ, ეს ბაიდენის გადასაწყვეტი არაა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი გამოცემა Reuters-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბაიდენის გადასაწყვეტი არაა, ვინ იქნება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაში. 

პესკოვი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დღევანდელ განცხადებას, რომ რუსეთის ლიდერი ვერ დარჩება ხელისუფლებაში.

ეს ბაიდენის გადასაწყვეტი არაა. რუსები ირჩევენ რუსეთის პრეზიდენტს“, - Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა მოგვიანებით ბაიდენის გამოსვლის ეს მონაკვეთი განმარტა.

„პრეზიდენტი იმას გულისხმობდა, რომ დაუშვებელია, პუტინი მისი მეზობლების ან რეგიონის წინააღმდეგ ძალას იყენებდეს. ის არ საუბრობდა რუსეთში პუტინის ხელისუფლებისა ან რეჟიმის ცვლილებაზე“ - აცხადებს თეთრი სახლი.

 

close დახურვა