logo
ENG



პესკოვი: რუსეთმა და დასავლეთმა დაპირისპირების ეტაპს მიაღწიეს, ასე მოგვიწევს ცხოვრება

11 დეკ 202216:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/11/g2xvsf0qk4ytyks.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთმა და დასავლეთმა დაპირისპირების ეტაპს მიაღწიეს.

"ჩვენ უნდა ვიყოთ ძლევამოსილი და გვქონდეს უსაფრთხოების ზღვარი, რადგან ჯერ კიდევ უნდა ვიცხოვროთ ამ დაპირისპირების პირობებში. დასავლეთის ქვეყნებს არ მოსწონთ და არ აპირებენ შეიყვარონ რუსეთი", - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 1-ლ დეკემბერს განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის დასრულების გზის ძებნის სურვილი ექნება, ის მზადაა, პუტინს ესაუბროს. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების დასაწყებად ბაიდენის მხრიდან დასახელებული პირობები კრემლისთვის მიუღებელია.

პესკოვის განცხადებით, საერთო დისკუსიამდე მისვლას ართულებს ის, რომ აშშ-ს რუსეთის "ახალი ტერიტორიები" - ანექსირებული უკრაინის ტერიტორიები, რუსეთის ნაწილად ამ დრომდე არ უღიარებია. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" გაგრძელდება, თუმცა პუტინი "მშვიდობიანი დიპლომატიური მოლაპარაკებებისადმი" ღია რჩება.


close დახურვა