რუსეთის პრეზიდენტის პრესსმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის დემილიტარიზაცია ავტრიისა და შვედეთის მსგავსად შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს.
"არის ვარიანტი, რომელიც ახლა რეალურად განიხილება და რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთგვარი კომპრომისი", - თქვა პესკოვმა.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე ახლა სერიოზულად განიხილება უკრაინის ნეიტრალური სტატუსი. მისივე თქმით, ნეიტრალური სტატუსი უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად განიხილება და ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.
ომის პარალელურად, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა.