logo
ENG



პესკოვი ბაიდენზე: არ მივიღებთ ასეთ ტონს ჩვენი პრეზიდენტის მიმართ

20 ოქტ 202317:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/20/un3vwrvo55ui5gm.jpeg

კრემლში მიაჩნიათ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ვლადიმირ პუტინსა და ჰამასზე მიუღებელია.

"არ მივიღებთ ასეთ ტონს რუსეთის ფედერაციისა და ჩვენი პრეზიდენტის მიმართ", - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

"ბევრი ემოციაა სხვადასხვა პოლიტიკოსის, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლებში, მაგრამ არა მგონია, რომ ასეთი რიტორიკა შეეფერებოდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობიან ლიდერებს და არა მგონია, ის ჩვენთვისაც მისაღები იყოს", - აღნიშნა პესკოვმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის გამოსვლაში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებები დაგმო.

ბაიდენის თქმით, ისრაელზე თავდასხმასა და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს.

"ჰამასი და პუტინი წარმოადგენენ სხვადასხვა საფრთხეებს, თუმცა მათ აქვთ საერთო მოტივი: მათ ორივეს სურთ მეზობელი დემოკრატიის სრულად განადგურება", - განაცხადა ბაიდენმა. 


close დახურვა