logo
ENG



პესკოვი მედვედჩუკის გაცვლაზე: რუსეთის მოქალაქე არაა, სპეცოპერაციასთან კავშირი არ აქვს

13 აპრ 202218:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/13/padm836tyugofh4.jpg

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი ვერ ხედავს შესაძლებლობას, უკრაინაში დაკავებული ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაიცვალოს.

ბიზნესმენი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატი და რუსეთის პრეზიდენტის მეგობარია. მას სახელმწიფო ღალატში სდებენ ბრალს. ამავე დროს, პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა. ის შინაპატიმრობაში იყო, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაიქცა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა, რომ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაეცვალათ.

"რაც შეეხება გაცვლას, რომელზეც ასეთი სიამოვნებით საუბრობს კიევის სხვადასხვა მოღვაწე, მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არაა, მას არანაირი კავშირი არ არ აქვს სამხედრო სპეცოპერაციასთან. ის უცხოუელი პოლიტიკური მოღვაწეა", - თქვა პესკოვმა.

მისივე თქმით, კრემლის არ იციან, სურს თუ არა მედვედჩუკს ასეთი გაცვლა.


close დახურვა