logo
ENG



პესკოვი უკრაინაზე: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება მოითხოვს მკაფიო და მტკიცე რეაგირებას

10 ივლ 202318:21
3 წუთის საკითხავი
 
პესკოვი უკრაინაზე: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება მოითხოვს მკაფიო და მტკიცე რეაგირებას

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება წარმოქმნის საფრთხეს რუსეთისთვის, რაც მოითხოვს მკაფიო და მტკიცე რეაგირებას.

კრემლში მიიჩნევენ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას უარყოფითი შედეგი ექნება ევროპის უსაფრთხოებაზეც.

"უკრაინა, როგორც NATO-ს წევრი, გახდება საფრთხე რუსეთისთვის, რაც მოითხოვს მკაფიო და მტკიცე რეაგირებას", - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის განცხადებით, კიევის რეჟიმი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს NATO-ს ქვეყნებზე, რათა ალიანსის წევრებმა გამოიჩინონ სოლიდარობა.

დღეს, 10 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები უკრაინისთვის MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდნენ.

"ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე კონსენსუსს მიაღწიეს. მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მეტი სიცხადე იყოს", - წერს Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გადაწყვეტილება ოფიციალურად სავარაუდოდ, NATO-ს ვილნიუსის სამიტზე გამოცხადდება, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება.


close დახურვა