რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარის გარეშე დატოვა შეტყობინება უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ხერსონში ჩასვლის შესახებ, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ "ხერსონი რუსეთის ტერიტორიაა."
"ჩვენ ამას კომენტარის გარეშე ვტოვებთ." - განუცხადა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ "ხერსონი რუსეთის ფედერაციის ტერიტორია".
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა.
"ჩვენ წინ მივდივართ, ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის."- განაცხადა ზელენსკიმ ქალაქის მთავარ მოედანზე.
11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს.
9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.