კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე არ მუშაობს.
"რამდენადაც ჩვენ გვესმის, ეს ნამდვილად არის რესპუბლიკაში ზოგადი განწყობის ასახვა, მოსახლეობისა და რესპუბლიკის წინა ლიდერის დამოკიდებულების ასახვა. ამ მომენტისთვის რუსეთის მხრიდან არანაირი ქმედება ხორციელდება", - თქვა პესკოვმა.
კითხვაზე, მიაჩნია თუ არა კრემლს მიმდინარე სიტუაციაში მსგავსი რეფერენდუმის დანიშვნა მიზანშეწონილად, პესკოვი ამბობს, რომ "ეს, უპირველეს ყოვლისა, რესპუბლიკის მოსახლეობისა და ამჟამინდელი ხელისუფლების საკითხია და აუცილებელია მათ მოსაზრებაზე ორიენტირება".
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "რესპუბლიკის" რუსეთთან მიერთების "რეფერენდუმის" ჩატარებას ხელი მოაწერა. არალეგიტიმური რეფერენდუმი 17 ივლისს არის დაგეგმილი.