logo
ENG



პესკოვის თქმით, უკრაინის მხრიდან ომის დანაშაულის ბრალდებები სიცრუეა

19 სექ 202215:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/19/59ltfdhtu5tikpe.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის მხრიდან ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს სიცრუეა.

ამასთან, პესკოვი აღნიშნავს, რომ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი საფლავები სიცრუეა და მისი თქმით, ზუსტად იგივე სცენარი ვითარდება, რაც ბუჩას შემთხვევაში იყო.

"ეს იგივე სცენარია, რაც ბუჩაში იყო. ეს სიცრუეა და რა თქმა უნდა, ამ ამბავში სიმართლეს დავიცავთ," - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

უკრაინის ცნობით, 16 სექტემბერს, ხარკივის რეგიონში, რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში, მასობრივი სასაფლაო იპოვეს, სადაც 440 ადამიანია დაკრძალული.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში 50 000-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს. უწყების ცნობით, რეგისტრირებულია აგრესიისა და ომის 34 723 დანაშაული. დანაშაულები ეხება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას, აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას ან წარმოებას, ომის პროპაგანდასა და სხვა დანაშაულებს.

გენპროკურატურის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ 15 870 დანაშაული დაფიქსირდა. დანაშაულები ეხება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას, სახელმწიფო ღალატს, კოლაბორაციონისტულ საქმიანობას, აგრესორი სახელმწიფოს დახმარებას, დივერსიასა და სხვა სახის დანაშაულებს.


close დახურვა