logo
ENG



პესკოვის თქმით, უცხოური აგენტების ქართული კანონი კრემლით შთაგონებული არ ყოფილა

09 მარ 202314:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/09/4f138onet1rl3x8.jpg

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს არ აქვს კავშირი უცხოური აგენტების ქართულ კანონპროექტთან. პესკოვის თქმითვე, კანონპროექტის უკმაყოფილებით გამოწვეული აქციები მოსკოვი შეშფოთებას იწვევს.

"არაფერი კრემლით შთაგონებული არ ყოფილა. და კრემლი აქ არაფერ შუაშია. მოგეხსენებათ, რომ ამ კანონების შემოღების პრაქტიკა 30-იანი წლების ბოლოს წამოიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა", - თქვა პესკოვმა.

გარდა ამისა, პესკოვმა თქვა, რომ კანონპროექტის მეორე ვარიანტი ჰგავს ამერიკულ კანონს:

"მეორე ვარიანტი მეტ-ნაკლებად ჰგავდა აშშ-ის კანონს, შინაარსით უფრო რბილი იყო. მაგრამ არც ერთთან და არც მეორესთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს".

კრემლის პრესსპიკერი ამასთან შეშფოთებას გამოთქვამს თბილისში მიმდინარე აქციების გამო:

"ეს ბოლოს და ბოლოს მეზობელი სახელმწიფოა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან როგორც ასეთი ურთიერთობები არ გვაქვს, ბოლოს და ბოლოს, რა თქმა უნდა, იქ არსებულმა მდგომარეობამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს ჩვენი შეშფოთება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრების პერიმეტრზე სიმშვიდე იყოს, აქ ახლა, რა თქმა უნდა, უკეთესი სიტუაციის მოლოდინი გვაქვს". 


close დახურვა