logo
ENG



პესკოვის თქმით, ხუთშაბათს რუსეთში ირანის პრეზიდენტი პუტინს შეხვდება

05 დეკ 202313:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/05/halgvp7yvjr7zg4.jpg

ხუთშაბათს ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი რუსეთში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"შემიძლია დავადასტურო, რომ 7 დეკემბერს, რუსეთსა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება", - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

ამასთან, კრემლი აცხადებს, რომ ირანი და რუსეთი ეკონომიკური და სამხედრო კავშირების გაძლიერებას აპირებენ.

გუშინ, პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინი ირანსა და ჩინეთში იმყოფებოდა.


close დახურვა