წულუკიანი ხელოვანების მოთვინიერებას ვერც ამჯერად შეძლებს - ასეთ პასუხს სცემს ათასობით ადამიანი ხელმოწერების შეგროვებით რეპრესიას ფოტოხელოვანის წინააღმდეგ. სანდრო სულაბერიძისთვის მუხლის შეცვლა მხარდამჭერებმა პეტიციით მოითხოვეს, რომელიც ხვალ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროში შევა. იზრდება იმ არტისტთა რიცხვი, რომელთაც პროტესტის ნიშნად გამოფენიდან საკუთარი ნამუშევრის გატანა სურთ. მაგრამ ეროვნულმა მუზეუმმა გავრცელებული განცხადებით უთხრა, რომ ეს შეუძლებელია.
პეტიცია სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერად
14 თებ 202319:57
3 წუთის საკითხავი