ახალი ზელანდიის ისტორიაში პირველად პარლამენტში კანონმდებლების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ.
სორაია პეკე-მეისონმა ლიბერალური ლეიბორისტული პარტიიდან, ჩაანაცვლა ყოფილი სპიკერი ტრევორ მალარდი, რომელიც ირლანდიაში ელჩად დაინიშნა. კიდევ ერთი დეპუტატი კაცის მიერ პარლამენტის დატოვებით, საკანონმდებლო ორგანოში ბალანსი გახდა: 60 ქალი და 59 კაცი.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს გამორჩეული დღეა ჩემთვის, ვფიქრობ, ეს ისტორიული დღეა ახალი ზელანდიისთვის", - თქვა პელე-პესინობმა.
საპარლამენტთაშორისო კავშირის თანახმად, ახალი ზელანდია ადგილს დაიკავებს იმ ქვეყნების გვერდით, სადაც ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში სულ მცირე 50%-ია. სხვა ქვეყნებია მათ შორის მექსიკა, კუბა, ნიკარაგუა, რუანდა და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
გლობალურად, კანონმდებლების 26%-ია ქალი.
როგორც AP News წერს ახალ ზელანდიას ქალთა ძლიერი წარმომადგენლობა აქვს. 1893 წელს ახალი ზელანდია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ქალებმა ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს. ამჟამინდელი პრემიერმინისტრი ჯასინდა არდერნი ქვეყნის მესამე ქალი ლიდერია და ამასთან ქალებს რიგი სხვა მაღალი თანამდებობა უჭირავთ, მათ შორისაა უზენაესი სასამართღლოს თავმჯდომარე და გენერალ-გუბერნატორი.