logo
ENG



პირველი ქართელი ეპისკოპოსი უკრაინაში - შაბათის ფორმულა

24 დეკ 202220:58
3 წუთის საკითხავი
 

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის კათედრიდან გადააყენა ახლა კიევში იმყოფება. მეუფე ზენონი საქართველოს ეკლესიის პირველი მღვდელმთავარია, რომელიც მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა, მას სრული ტიტულით მოიხსენიებს, რაც ამ ეკლესიის პრაქტიკული აღიარებაა. საქართველოს ეკლესია ამ დრომდე არ აღიარებს კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინისთვის მინიჭებულ ავტოკეფალიას და კიევის მიტროპოლიტად მოსკოვს დაქვემდებარებული ეკლესიის ლიდერს განიხილავს. ზენონ იარაჯულის შეხვედრა მიტროპოლიტ ეპიფანესტან შაბათის ფორმულამ ექსკლუზიურად გადაიღო. ზენონ იარაჯული კიევში ვიზიტს რამდენიმე დღეში ასრულებს და ის საქართველოში ბრუნდება.  


close დახურვა