logo
ENG



პირობა არ დარღვეულა, გუნდში ეს საკითხი მსჯელობის საგანი იყო - ანრი ოხანაშვილი

14 ნოე 201915:10
3 წუთის საკითხავი
 
g0l9wuc93voglyf.jpg

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდიდან ცალკეული წევრების წასვლა, მის დაშლას არ გულისხმობს. რაც შეეხება პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას, ფიქრობს რომ ეს ადამიანები "ნაციონალური მოძრაობის "მიერ მართული საზოგადოებაა.

"ესაა სამწუხარო, რომ გუნდიდან რამდენიმე წევრი გავიდა. ვფიქრობ, რომ ემოციურ ფონზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ვისურვებდი ჯერ გვემსჯელა. უმრავლესობა მყარია და არანაირი დაშლის საფუძველი არ არსებობს. განსაკუთრებული სიმშვიდით უნდა გავყვეთ პროცესებს. რაც შეეხება გარეთ აქციას, ეს ჯგუფები მართული ჯგუფები არიან. ნაციონალურ მოძრაობის აქტივისტები არიან ძირითადად. ისინი ილაძღებოდნენ, როცა შენობაში შემოვდიოდით. ვინც კანონს დაარღვევს, საკადრისი პასუხი გაეცემა. როგორც კი მოხდება კანონის ფარგლებს მიღმა გასვლა, იქნება ადეკვატური რეაგირება,"- განმარტავს ოხანაშვილი

მისივე თქმით, ივანიშვილის დაპირება არ დარღვეულა, რადგან გუნდში ეს საკითხი მსჯელობის საგანი იყო. 

"პირობა იმ გაგებით არ დარღვეულა, რომ გუნდში ეს საკითხი იყო მსჯელობის საგანი ბოლო დღეებში. მე მხარი დავუჭირე, თუმცა თავის დროზე როცა გაკეთდა ჩანაწერი, რომ 2024 წელს გადავიდოდით ამ სისტემაზე, მაშინვე გაკეთდა კომპრომისი.  შენარჩუნდა შერეული სისტემა და დაფიქსირდა შესაბამისი ჩანაწერი, რომ 2020 წელს უნდა ჩაგვეტარებინა შერეული სისტემით საარჩევნო პროცედურა. ეს უკვე კომპრომისი იყო. ეს თუ არადემოკრატიულია, მაშინ თქვან რომ საფრანგეთში, ევროპის სხვა ქვეყნებში ტარდება არადემოკრატიული არჩევნები. პარტიის თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ კანონპროექტისთვის მხარი დაგვეჭირა და შეეცადა დეპუტატების გადარწმუნებას. ასევე გადაწყდა თავისუფალი კენჭისყრა, რადგან გუნდის დაშლის პირას მისული სიტუაცია იყო. რაც შეეხება ვადამდელი არჩევნებს, ვფიქრობ ამის საფუძველი არ არსებობს,"- ამბობს ანრი ოხანაშვილი


close დახურვა