logo
ENG



პისტორიუსი: ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს

16 დეკ 202321:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/16/wl86qd4nzkr8vun.jpg

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან ათწლეულის ბოლოს, შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს.

"ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან, შესაძლოა, ათწლეულის ბოლოს ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს", - ამბობს პისტორიუსი.

მისი თქმით, რუსეთმა მკვეთრად გაზარდა იარაღის წარმოება, რათა უკრაინაში საბრძოლო ძალისხმევა შეინარჩუნოს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებს, საქართველოსა და მოლდოვას ემუქრება.

"რუსეთმა მკვეთრად გაზარდა იარაღის წარმოება, რათა უკრაინაში საბრძოლო ძალისხმევა შეინარჩუნოს, ასევე, ის ბალტიისპირეთის ქვეყნებს, საქართველოსა და მოლდოვას ემუქრება. ჩვენ, ევროპელები, ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფრო მეტად უნდა ჩავერთოთ", - აღნიშნა მან.


close დახურვა