logo
ENG



პიტერ სტანო ოცნებას - მოერიდეთ უხეშ რიტორიკასა და დეზინფორმაციას

09 ოქტ 202420:21
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის გამოხმაურება ქართული ოცნების მხრიდან ევროპელ ელჩებზე თავდასხმისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების შესახებ. ევროგაერთიანების პოზიცია ფორმულას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერმა გააცნო. პიტერ სტანო  სრულ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიმართ და აცხადებს, რომ პაველ ჰერჩინსკის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის პოზიციასთან. ფორმულამ პიტერ სტანოს შეკითხვა დაუსვა ქართული ოცნების ლიდერების, კონკრეტულად კახა კალაძის განცხადებაზე, რომელმაც კრიტიკული განცხადებების გამო, ევროკავშირის ელჩის ქვეყნიდან გაძევების შესაძლებლობა დაუშვა. ეს რეაქცია მოჰყვა მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერების კამპანიის შეფასებას, რომელიც დაბომბილ უკრაინას ასახავდა. ელჩმა ამ ბანერებს  მკაცრად აუარყოფითი შეფასება მისცა. 


close დახურვა