logo
ENG



პლაზმაფერეზით მკურნალობასთან დაკავშირებულ კვლევაში რეპსუბლიკური საავადმყოფოც ჩაერთვება

07 მაი 202013:52
3 წუთის საკითხავი
 
aazcix8xe93dme1.jpg

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების პლაზმაფერეზით მკურნალობასთან დაკავშირებით, კვლევაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩაერთვება. ამის შესახებ საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა თავართქილაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს მეთოდი სხვადასხვა სფეროში ფართოდ გამოიყენება.

„პლაზმაფერეზი ნაცადი მეთოდია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში. ვნახოთ რა შედეგებს დადებთ კორონავირუსთან მიმართებაში. კვლევაში ჩაერთვება ჩვენი კლინიკა, ეს ჯერჯერობით განხილვის საგანია“, - განაცხადა თეა თავარქილაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის „Facebook“ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პლაზმაფერეზის გამოყენება ეფექტური აღმოჩნდა.

 


close დახურვა