თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პრეპარატ „პლაქვენილის“ „სოლიდარობის კვლევაში“ დაბრუნების საკითხი განიხილება.
როგორც მან აღნიშნა, პრეპარატი პროტოკოლიდან ამოღებული არ ყოფილა და მისი გამოყენება ჯანმო-ს რეკომენდაციის შესაბამისად, დროებით შეჩერდა.
„განიხილება ეს საკითხი. ჩვენ პროტოკოლში ამოღებული არ ყოფილა „პლაქვენილი“, შეჩერებული იყო დროებით, როგორც ჯანმოს პროტოკოლში იყო საუბარი. მისი ამუშავება ძალიან ადვილად შესაძლებელია. განვიხილავთ და გადავწყვეტთ, აღვადგენთ პლაქვენილს თუ არა. ამას გადაწყვეტს ჩვენი ცენტრის ხელმძღვანელობა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.