logo
ENG



პლენარულ სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის შესვლისას უმრავლესობის დეპუტატები ფეხზე არ წამოდგნენ

06 თებ 202412:16
3 წუთის საკითხავი
 

პლენარულ სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის შესვლისას ქართული ოცნების დეპუტატები ფეხზე არ წამოდგნენ.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს არ მიესალმნენ. ოქტომბერში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განახილვისას ზურაბიშვილის დარბაზში შესვლის დროს უმრავლესობა ფეხზე არ წამოდგა. 

დღეს, 6 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს. პრეზიდენტის რანგში ეს მისი ბოლო მოხსენება იქნება.

"დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, პირველად ვდგავარ როგორც ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის პრეზიდენტი. გილოცავთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა გამოსვლისას დაწყებისას. 


close დახურვა