logo
ENG



პოდოლიაკი: არავის მოუტანია დონბასისთვის იმდენი ტკივილი, როგორც რუსეთმა 2014 წლიდან

02 მაი 202218:52
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი: არავის მოუტანია დონბასისთვის იმდენი ტკივილი, როგორც რუსეთმა 2014 წლიდან

უკრაინის  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ არავის მოუტანია დონბასისთვის იმდენი ტკივილი, როგორც რუსეთმა 2014 წლიდან.

პოდოლიაკის თქმით, მხოლოდ მარიუპოლში ოკუპანტებმა ათობით ათასი ადამიანი მოკლეს.

"2 თვის განმავლობაში, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მხოლოდ მარიუპოლში ათობით ათასი ადამიანი მოკვდა. არავის მოუტანია იმდენი ტკივილი დონბასის მოსახლეობისთვის, როგორც რუსეთის ფედერაციამ 2014 წლიდან და განსაკუთრებით ახლა. 2019 წელს დონბასში 27 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2020 წელს - 8, 2021 წელს - 15", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.


close დახურვა