logo
ENG



პოდოლიაკი: დროა, ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას

17 ოქტ 202213:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/fncwvlk2nr62xb6.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, დროა, ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას.

"ისინი, ვინც ბრძანებას გასცემენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობის გაყინვის მიზნით და აწყობენ ტოტალურ მობილიზაციას ფრონტის ხაზის გვამების დასაფარად, ნამდვილად არ შეუძლიათ ერთ მაგიდასთან ისხდნენ G20-ის ლიდერებთან. დროა, ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას. რუსეთის ფედერაცია ყველა პლატფორმიდან უნდა განდევნონ," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

დღეს რუსეთმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს Telegram პოსტის თანახმად, ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში. კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა კიევი "კამიკაძე" დრონებით დაბომბა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა