უკრაინა ახლა ბრძოლის წინა ხაზზეა და მე მივიჩნევ, რომ მოლდოვა და საქართველო მის გვერდით არიან. რატომ? იმიტომ, რომ მათ იგივე ევროპა გააჩნიათ. საქართველოსა და მოლდოვას უნდა ესმოდეთ, რომ თუ უკრაინას გატეხდნენ, საქართველოსაც და მოლდოვასაც გატეხდნენ. მუხლებზე დააყენებდნენ და იტყოდნენ, საკუთარ თოქ-შოუებში როგორც ამბობენ ხოლმე, რომ დავხოცეთ ქართველი და მოლდოველი ფაშისტები ტანკებით ერთ-ორ-სამ დღეში, ყვავილებით გვხდებიან. შეიქმნებოდა მთელი ბანაკი პოსტსაბჭოთა სივრცეში, განადგურებული ქალაქები. ეს სურათი ყველამ უნდა წარმოიდგინოს. მინდა, რომ ევროპასა და საქართველოში ყველამ წარმოიდგინოს, ასეთი სურათი იქნებოდა: მავთულხლართები, საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც რუსი დგას და თბილისის უნივერსიტეტის პროფესორს ეუბნება, როგორ შეაფასოს პროცესები.
პოდოლიაკი: თუ უკრაინას გატეხდნენ, საქართველოსაც და მოლდოვასაც გატეხდნენ
04 ივნ 202200:35
3 წუთის საკითხავი