უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ ისრაელის პრემიერმინისტრს არ მოუწოდებია უკრაინისთვის, რომ რუსეთის პირობებს დათანხმებოდა. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.
"ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფტალი ბენეტს ისევე, როგორც სხვა პირობით შუამავალ სახელმწიფოებს არ მოუწოდებია უკრაინისთვის რუსეთის რომელიმე მოთხოვნას დათანხმებოდა. ეს შეუძლებელია პოლიტიკური და სამხედრო მიზეზებით. პირიქით, ისრაელი მოუწოდებს რუსეთს უფრო სწორად შეაფასოს მოვლენები", - აცხადებს პოდოლიაკი.
ისრაელური მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრემიერი ნაფტალი ბენეტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უბიძგებდა, მიეღო რუსეთის მოთხოვნები, რაც ომის დასასრულის წინაპირობა იქნებოდა.