logo
ENG



პოდოლიაკი: მნიშვნელოვანია ირანის წინააღმდეგ უფრო დესტრუქციულ ინსტრუმენტებზე გადასვლა

25 დეკ 202201:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/25/cp5ixoqc948kdip.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მნიშვნელოვანია ირანის წინააღმდეგ უფრო დესტრუქციულ ინსტრუმენტებზე გადასვლა.

"ირანი, რომელიც გეგმავს რუსეთისთვის რაკეტების, დრონების მიწოდების გაზრდას, უხეშად ამცირებს საერთაშორისო სანქციების ინსტიტუტს. მნიშვნელოვანია არაეფექტურ სანქციებზე, გაეროს უმოქმედო რეზოლუციების კონცეფციაზე უარის თქმა და უფრო დესტრუქციულ ინსტრუმენტებზე გადასვლა, როგორიცაა ქარხნების ლიკვიდაცია და მომწოდებლების დაპატიმრება", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

14 სექტემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე ათეული ირანული დრონი უკვე გაანადგურეს. თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".


close დახურვა