logo
ENG



პოდოლიაკი: რუსეთის გეგმების განხორციელება შეუძლებელია, უკრაინელები არ დაუშვებენ

16 დეკ 202221:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/16/idfcb36twopboqc.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის გეგმების განხორციელება გამორიცხულია, უკრაინელები არ დაუშვებენ.

"მოსკოვს უყვარს საკუთარი თავის ჩვენება. ხელახალი შეტევა, კიევის აღება, მარსზე დაშვება. კორუმპირებული იმპერიალისტები კრემლის დერეფნებში აკმაყოფილებენ თავიანთ ეგოს და ბრძანებებს აძლევენ სამხედროებს. მაგრამ არის პრობლემა, რაზეც რუსი გენერლები არ საუბრობენ: ამ გეგმების განხორციელება შეუძლებელია, უკრაინელები არ დაუშვებენ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

12 დეკემბერს, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე წააგო ომი, მობილიზაცია კი მხოლოდ აჭიანურებს მის დამარცხებას. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინა გაათავისუფლებს ტერიტორიებს და ოფიციალურად დაფიქსირდება რუსეთის ფედერაციის დამარცხება,  ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ რუსული აგრესია არ განმეორდეს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა