logo
ENG



პოდოლიაკი: უკრაინა ევროკავშირსა და NATO-ში უნდა იყოს

01 ოქტ 202215:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/01/6uwfzymzna4com0.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირსა და NATO-ში უნდა იყოს.

"არავითარი ეჭვი აღარაა: უკრაინა ევროკავშირსა და NATO-ში უნდა იყოს. და ჩვენი პარტნიორები მხარს გვიჭერენ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვაში. დღეიდან ვიწყებთ ინტენსიურ კონსულტაციებს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს გზა ადვილი არ იქნება, მაგრამ გავივლით," - თქვა პოდოლიაკმა.

გუშინ, 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადი შეაქვს.

"დღეს უკრაინას შეაქვს განაცხადირომ ეს გახდეს დე იურეპროცედურის თანახმადრომელიც შეესაბამება ჩვენს ღირებულებას მთელი ჩვენი საზოგადოების დასაცავადდაჩქარებული წესით," - განაცხადა ზელენსკიმ.  

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი გუშინ, 30 სექტემბერს მოაწერეს.

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს. 


close დახურვა