logo
ENG



პოდოლიაკი: უკრაინა ევროპას აძლევს საშუალებას, რომ ევროპა გახდეს

03 ივნ 202223:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/03/wwsi3b4aha8fr4f.jpg

უკრაინა არ შეიძლება [ევროპისთვის] თავისთავად გახდეს პრობლემა. უკრაინა ევროპას აძლევს საშუალებას, რომ განახლდეს. არსებობს ქრონიკული დაავადება, მას ეწოდება რუსეთის ფედერაცია. ის მხოლოდ ავადმყოფურ გამოვლინებებს უწყობს ხელს. აი, როგორც, ნარკოტიკი, როდესაც ნარკოტიკის მიღებას იწყებ, საწყის ეტაპზე ეიფორია წარმოიქმნება, მაგრამ შემდეგ დამოკიდებული ხდები და ეჩვევი. რუსეთმა შესვა ბიზნესი ამ ნარკოტიკზე. ახლა უნდა მოხდეს დენარკოტიზაცია. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ რუსეთი არაა პერსპექტიული პარტნიორი. ეს არაა პარტნიორი, რომელთანაც შეიძლება, საქმე დაიჭირო. ეს არ არის სტაბილური პარტნიორნი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით.

უკრაინა ევროპას აძლევს საშუალებას თავისი შეცდომები გამოასწოროს ორი მიმართულებით - გახდნენ უფრო პასუხისმგებლობის მქონენი და გახდნენ რეალური ლიდერები გლობალური საზოგადოებრივი აზრისა. ევროპას შეუძლია გადახედოს ბიზნესის ფუნქციონირების იმ წესებს, რომელთა მიხედვითაც ის თამაშობს და აქციოს ის უფრო მობილური, უფრო დინამიკური, უფრო თანამედროვე. ყველაზე მთავარი, უკრაინა დღევანდელი ქმედებებით ამტკიცებს, რომ ისეთი საკითხები, როგორიცაა კონკურენცია, დემოკრატია - არაა მხოლოდ აბსტრაქცია. ადამიანები ახლა იღუპებიან, სწირავენ საკუთარ სიცოცხლეს და იღებენ სისხლს. უკრაინა უბრუნებს ევროპას თანამედროვე ცივილიზაციის საწყის აზრს. თანამედროვე ცივილიზაცია არის ის, როდესაც კონკურენცია ხდება არა იმის მიხედვით, ვინ არის უფრო ძლიერი, შუა საუკუნეებისა და ბარბაროსების დონეზე, არამედ იდეების დონეზე. უკრაინა ამ სამუშაოს ასრულებს. ევროპას აძლევს საშუალებას, რომ ევროპა გახდეს.


close დახურვა