logo
ENG



პოდოლიაკი: უკრაინამ კონტრშეტევით დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ შეუძლია ტერიტორიების დეოკუპაცია

09 სექ 202214:15
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი: უკრაინამ კონტრშეტევით დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ შეუძლია ტერიტორიების დეოკუპაცია
ПРЕЗИДЕНТ УКРАЇНИ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაუმტკიცეს მსოფლიოს, რომ შეუძლიათ თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია.

"რას ეუბნება უკრაინის ეფექტიანი კონტრშეტევა მსოფლიოს?

1. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. კონფლიქტის გაყინვა არ მოხდება.

2. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი.

3. დროა, რუსული ჯარები გავიდნენ. ეს იქნება მტკივნეული", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა 3 დღეში ხარკივის მიმართულებით 50 კმ-ით წინ წაიწიეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინული ძალები წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებენ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკივის მთავარი ქალაქი ბალაკკლეა დაიბრუნეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 1-ლი სექტემბრიდან, უკრაინელმა მებრძოლებმა ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.


close დახურვა