logo
ENG



პოდოლიაკი: უკრაინას რუსეთზე დრონებით თავდასხმებთან საერთო არაფერი აქვს

27 აგვ 202314:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/27/rojxz6sarq56s3g.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინას რუსეთზე დრონებით თავდასხმებთან საერთო არაფერი აქვს.

"მათ [რუსებს] ესმით, რომ ომი წააგეს, ესმით, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მათ დაგეგმილი ჰქონდათ. მათ ესმით, რომ [ომი] თანდათან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადადის. მათ უკვე იციან, რა არის სირენები, იციან, რა არის მოულოდნელი თავდასხმები ციდან.

უკრაინას რუსეთზე დრონებით თავდასხმებთან საერთო არაფერი აქვს - არსებობს გაგება, რომ ომი "სათანადოდ" უნდა დასრულდეს, რათა რუსეთმა იგრძნოს იმის სიმძიმე, რაც გააკეთა", - ამბობს პოდოლიაკი.

რუსეთმა უკრაინა დრონების თავდასხმაში ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე დაადანაშაულა - 18 აგვისტოს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 18 აგვისტოს გამთენიისას მოსკოვის ცენტრში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, ეს ბოლო ერთ თვეში მოსკოვზე დრონებით შეტევის მესამე შემთხვევა იყო.


close დახურვა