უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ტერორისტული ქვეყანაა.
"რას უნდა ელოდოს უკრაინა დიდი ოცეულის შეხვედრისგან? ლიდერობას და გადაწყვეტილებებს: კრემლის სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას.
რუსეთის წარმომადგენლებისთვის ინდონეზიის დიდი ოცეულის შეხვედრა სირცხვილის დერეფნად უნდა იქცეს. ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ტერორისტული ქვეყანაა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.