სიდუხჭირე და გაზრდილი ფასები იყო დებატების მთავარი თემა დღეს პარლამენტში. ისმოდა ურთიერთბრალდებები. სოციალურ-ეკონომიკური საკითხები ოპოზიციამ წამოწია. ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერები თვეებია ითხოვენ მსჯელობას პროდუქტებზე გაზრდილი ფასების შესახებ. ლევან ხაბეიშვილმა ქვითარიც წარადგინა, რომელიც სამომხმარებლო პროდუქციის მკვეთრ გაძვირებას ასახავს. ოცნების გამოხმაურებები ცინიკურია. ოპოზიციის თქმით, ივანიშვილის პარტია მოწყვეტილია რეალობას, მოქალაქეების საჭიროებებზე საუბარს კი პროპაგანდისტული თემები ურჩევნია.