logo
ENG



პოლიცია ყვარლიდან გაუჩინარებულ გოგონას ეძებს

13 ნოე 201915:10
3 წუთის საკითხავი
 
9521996lw74m9oa.jpg

პოლიცია ყვარელში გაუჩინარებულ გოგონას ეძებს. როგორც „ფორმულას“ პოლიციაში განუცხადეს, ის ყვარლიდან სავარაუდოდ თბილისში წამოვიდა.

პოლიციას არასრულწლოვნის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გუშინ, 13 ნოემბერს მიმართეს. როგორც პოლიციას განუცხადეს, გოგონამ სკოლა გაკვეთილების დამთავრებამდე დატოვა.

ძიებას ისან-სამგორის პოლიციის განყოფილება აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 


close დახურვა