შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით ს.ბ-ს ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.